პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი, თაკო ჩარკვიანი:
4 ოქტომბერს ერთადერთი გზა არის ბოიკოტი ანუ არ მისვლა არჩევნებზე, როცა სასამართლო, პროკურატურა, საარჩევნო სისტემა მიტაცებულია, არჩევნებზე არ უნდა მიხვიდე, ვის მიჰყვები და სად? ანუ მონაწილეობას იღებ წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში? კატასტროფაა, მომავალი უნდა გადავურჩინოთ, კორუფციით და ქვეყანაში გამეფებული აღვირახსნილი უკანონობით გაძარცვულ ჩვენს შვილებს, ერთად უნდა გავაპროტესტოთ ქვეყანაში გამძვინვარებული კორუფცია და უკანონობა, რომელიც მოსახლეობას აშიმშილებს!
მე არ მივდივარ არჩევნებზე, რუსულ “სპეცოპერაციაში” მონაწილეობას არ ვიღებ!!!!!
არჩევანი ერთია, უნდა გააპროტესო მიტაცებული სისტემა, არ აღმოჩნდე კორუფციის ხელის შემწყობი ჭანჭიკი, საკუთარი თავი კვლავ არ გააძარცვინო ნებაყოფლობით!!!!!
ამიტომ- მე არ მივდივარ არჩევნებზე, დილით მისვლა არჩევნებზე და საღამოს პროტესტი შეცდომაა -ეს “ლელოს” და “ოცნების” ერთობლივი გეგმაა, ანუ არჩევნებზე მისვლა ორი ოლიგარქის გეგმაა-ხაზარაძის და ივანიშვილის!
და საერთოდ:
გავდევნოთ ოლიგარქები პოლიტიკიდან!