თუ პროფესიის შეცვლა გსურს, გახდი ს სტიპენდიატი და ისწავლე აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში სრული დაფინანსებით

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ახალ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის 100%-იანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

პარტნიორ პროფესიულ სასწავლებლებს შორის ერთ-ერთი აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაა, სადაც პროფესიის ცვლილებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ კონდიტერისა და მზარეულის სასერტიფიკატო პროგრამებზე.

სტიპენდიის მისაღებად, თითოეულ პროფესიულ სასწავლებელს სხვადასხვა კრიტერიუმი აქვს შემუშავებული.

საქართველოს კულინარიის აკადემიაში სწავლით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ვებგვერდზე, ჩააბარონ შიდა ტესტირება და გაიარონ გასაუბრება.

საქართველოს ბანკის ახალი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებშიაპლიკაციების მიღება 15 ოქტომბრამდე მიმდინარეობსპროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge

ინფორმაციისთვისკულინარიის აკადემია 10 წელზე მეტია საქართველოში პროფესიული განათლების განსხვავებულ და წარმატებულ ისტორიას ქმნისმისი კურსდამთავრებულები იკავებენ წამყვან პოზიციებს სხვადასხვა კომპანიაშითავად აარსებენ კვების ობიექტებსსწავლას აგრძელებენ საერთაშორისო წამყვან კულინარიულ სკოლებშიახორციელებენ საკონსულტაციო საქმიანობას და მართავენ ახალი რესტორნების გახსნასთან დაკავშირებულ პროექტებსკულინარიული გადაცემების ჟიურის წევრები და პროდიუსერები არიანკულინარიული შოუების გამარჯვებულები ხდებიან.

ს ინიციატივაში 7 პარტნიორი პროფესიული აკადემია ჩაერთო, მათ შორის არიან: აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია; Tbilisi School of Communication; Academy of Digital Industry; Smart Academy; IT Academy STEP; Headvice; BDO Academy.

ამასთანახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნითსაქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტიასწორედ ამიტომბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარსრითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვისსტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობასბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებსროგორებიც არისსაქართველოს ბანკის სტიპენდიებიგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიადიდ ბრიტანეთშისა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსებაიდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტისაქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლასაქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადაეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადაევერესტიამასთანსაჯარო მეტყველების კონკურსიდა სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge