საბინა ჩუდიჩი – საქართველოში დღეს არ არსებობს დემოკრატიული პრაქტიკის სეგმენტი, რომელიც უზარმაზარი და სახიფათო ზეწოლის ქვეშ არ იმყოფება – ნული მტკიცებულება გვაქვს, რომ თვითმმართველობის შეიძლება თავისუფალი და სამართლიანი იყოს

საქართველოში დღეს არ არსებობს დემოკრატიული პრაქტიკის სეგმენტი, რომელიც უზარმაზარი და სახიფათო ზეწოლის ქვეშ არ იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებელმა, საბინა ჩუდიჩმა განაცხადა.
მან ისაუბრა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის არსებულ გამოწვევებზე და თქვა, რომ „ოდესღაც აყვავებული და რეგიონში ყველაზე იმედისმომცემი“ სამოქალაქო საზოგადოება ახლა არსებობის საფრთხის წინაშეა.
“საქართველოში დღეს არ არსებობს დემოკრატიული პრაქტიკის სეგმენტი, რომელიც უზარმაზარი და სახიფათო ზეწოლის ქვეშ არ იმყოფება. კონკრეტულად, ერთი-მეორის მიყოლებით თავდასხმებს ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებაზე, დაპატიმრებებსა და ანგარიშების გაყინვებს.
უნდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ოდესღაც აყვავებული და რეგიონში ყველაზე იმედისმომცემი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავდა, რომელიც ახლა არსებობის საფრთხის წინაშეა მიღებული კანონპროექტების გამო, რომელიც თავისივე ორგანიზაციებს, როგორც უცხოურ აგენტებს ეპყრობა”, – განაცხადა მან.
საბინა ჩუდიჩმა 4 ოქტომბრის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შეიძლება თავისუფალი და სამართლიანი იყოს.
„უფრო მეტიც, თუ შევხედავთ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს, რომლებიც საქართველოში ახლოვდება – ნული მტკიცებულება გვაქვს, რომ ეს არჩევნები შეიძლება თავისუფალი და სამართლიანი იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ზედამხედველობა არ ექნება. უპირველეს ყოვლისა, უდიდესი ზეწოლის გამო, რომლის ქვეშაც იმყოფება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, და მეორე – თანამშრომლობა არ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან არჩევნების დაკვირვებაზე. ოდირისთვის მოწვევა გვიან გაიგზავნა, რამაც აზრიანი ზედამხედველობა გამორიცხა და ოდირმა საჭირო უარი თქვა მონაწილეობაზე. და, რა თქმა უნდა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესი არ მიიწვიეს არჩევნებზე დაკვირვებისთვის”, – დასძინა მომხსენებელმა.
ასევე, საკუთარ გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოში მედიის მდგომარეობაზე. „საქართველოს დემოკრატიული ცხოვრების შემდეგი ელემენტი ჟურნალისტები და თავისუფალი მედიაა. კიდევ ერთხელ, ვუყურებთ სივრცეს, სადაც ჟურნალისტური თავისუფლებები დახშულია და ჯერ კიდევ ვხედავთ ჟურნალისტებზე თავდასხმებს. გამოვარჩევთ მზია ამაღლობელს, რომელიც ჯერ კიდევ იმყოფება პოლიტიკური ბრალდებებით ციხეში.
60-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოებაა, რომელიც თავდასხმის ქვეშ არის და რომელთა საბანკო ანგარიშებს ემუქრებიან,” – განაცხადა ჩუდიჩმა.