თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, ტრამპი „წითელ ხაზს“ გაავლებს ჰამასის ნებისმიერი საპასუხო ნაბიჯისთვის

აშშ იმედოვნებს და მოელის, რომ ჰამასი (-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად შერაცხილი) მიიღებს მის გეგმას ღაზის სექტორის შესახებ – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კეროლაინ ლევიტმა და იქვე განავრცო, რომ აშშ-ის პრეზიდენტი „წითელ ხაზს“ გაავლებს პალესტინელების
სამხედრო დაჯგუფების ნებისმიერი საპასუხო ნაბიჯისთვის, განაცხადა 2 ოქტომბერს პრესსპიკერმა.

„ეს არის „წითელი ხაზი“, რომლის გავლებაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოუწევს და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას გააკეთებს“, – განაცხადა ლევიტმა Fox New-თან ინტერვიუში, როდესაც ჰამასის მიერ გეგმის შესაძლო უარყოფის შესახებ ჰკითხეს.

ტრამპმა 30 სექტემბერს ჰამასს სამი-ოთხი დღე მისცა, რათა მიიღოს სამშვიდობო გეგმა ღაზასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ს ეკუთვნის.

თეთრმა სახლმა 30 სექტემბერს გამოაქვეყნა 20-პუნქტიანი „ყოვლისმომცველი გეგმა ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად“, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ მას ორივე მხარე დათანხმდება, „ომი დაუყოვნებლივ დასრულდება“.

პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში ს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.
მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ამჟამად ჰამასის ტყვეობაში რჩება 50-მდე მძევალი, რომელთა ნახევარი სავარაუდოდ, გარდაცვლილია.
ისრაელის სახმელეთო და საჰაერო საომარმა ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით დაღუპულია 64 ათასზე მეტი ადამიანი.

ფორუმი