პერონ მუნი – რისთვისაც პუტინს რუსეთში 12 წელი დასჭირდა, საქართველოში სულ რაღაც 12 თვეში მოხდა – დრო სწრაფად იწურება, საქართველოს დემოკრატიის ფანჯრები იხურება

რისთვისაც პუტინს რუსეთში 12 წელი დასჭირდა, საქართველოში სულ რაღაც 12 თვეში მოხდა, – ამის შესახებ პერონ მუნმა (გაერთიანებული სამეფო) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ცხადია, რომ „საქართველოს დემოკრატიის ფანჯრები უფრო სწრაფად იხურება, ვიდრე ვინმეს ეშინოდა“.
მუნის განცხადებით, საქართველოში ახლა მიზანში არა მხოლოდ პოლიტიკოსები არიან ამოღებული, არამედ აქტივისტები, უნივერსიტეტები, ინტელექტუალები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი „სასტიკი რეპრესიის სამიზნეები“ არიან.
„სამოქალაქო საზოგადოებას რაც შეეხება, პუტინს რუსეთში 12 წელი რისთვისაც დასჭირდა, საქართველოში სულ რაღაც 12 თვეში მოხდა.
იანვარში, როდესაც სულ პირველად მივმართე ამ ასამბლეას, ვისაუბრე ეგზისტენციალურ საფრთხეზე, რომლის წინაშეც საქართველოს დემოკრატია იმყოფებოდა, მას შემდეგ, რაც მსოფლიო სხვაგან იყურება, რეპრესიების სწრაფი ესკალაცია იყო. საჯარო ინსტიტუტების მზარდი მანიპულაცია, პოლიტიკური ოპოზიციის მზარდი შეზღუდვა და კლეპტოკრატიული პრაქტიკების ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ მეტი ქმედებაა სასწრაფოდ საჭირო.
სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმების ესკალაცია იმაზე მეტყველებს, რომ ახლა მიზანში არა მხოლოდ პოლიტიკოსები არიან ამოღებული. აქტივისტები, უნივერსიტეტები, ინტელექტუალები, ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების კი არიან ამ სასტიკი რეპრესიის სამიზნეები.
ივნისში ჩემი შეშფოთება გავიმეორე, მას შემდეგ გაერთიანებულმა სამეფომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია. სულ ბოლოს ახალი სანქციები გამოცხადდა ში ს შეჭრის “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული მხარდამჭერების [ვასაძე, ფარცხალაძე] წინააღმდეგ. მაგრამ ლონდონში ჩადებული უზარმაზარი თანხების ფონზე, ბრიტანეთის მთავრობას კიდევ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი.
გუშინ Guardian-ში შეშფოთებული ვკითხულობდი “ქართული ოცნების” ირანის რეჟიმთან კავშირების შესახებ ძალიან შემაშფოთებელ ანგარიშებს…
მაშინ, როდესაც საქართველოზე პუტინის გავლენა ძლიერდება და სამოქალაქო საზოგადოება უარესდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს ღრმა შეშფოთებას, რომ დრო სწრაფად იწურება. საქართველოს დემოკრატიის ფანჯრები იხურება. და გთხოვთ, საბოლოოდ განიხილოთ ეს კითხვა – თუ პუტინს მხოლოდ 12 თვე დასჭირდა საქართველოს დემოკრატიის დღევანდელ მდგომარეობამდე დასაყვანად, რა მდგომარეობაში იქნება ის 12 თვეში?” – განაცხადა მუნმა.