Yahoo მიუახლოვდა AOL–ის იტალიური Bending Spoons–სთვის 1,4 მილიარდ დოლარად მიყიდვას

Yahoo, -ში ერთ-ერთი პირველი ინტერნეტპორტალის – AOL-ის, იტალიურ ტექნოლოგიურ კომპანია Bending Spoons-ისთვის დაახლოებით 1.4 მილიარდ დოლარად მიყიდვასთან ახლოსაა, – იტყობინება Reuters წყაროებზე დაყრდნობით.
მათი თქმით, მილანში დაფუძნებულ აპლიკაციების შემქმნელთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. თუმცა, საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არის ხელმოწერილი და მოლაპარაკებები შესაძლოა ჩაიშალოს.
Bending Spoons-ისა და Apollo-ს წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. Yahoo-მ სააგენტოს კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა.