ირაკლი კობახიძემ EPC-ის სამიტის ფარგლებში მიიღო მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში თემაზე – ეკონომიკური უსაფრთხოება – ევროპული დამოკიდებულებების შემცირება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-7 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე – „ეკონომიკური უსაფრთხოება – ევროპული დამოკიდებულებების შემცირება”.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფანში ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
ირაკლი მ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას, მინერალური რესურსების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს კრიტიკული მნიშვნელობის მინერალების სტაბილური და დივერსიფიცირებული მიწოდების ჯაჭვების არსებობას არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ გლობალურად.
„საქართველოს მიზანია შუა დერეფნის შემდგომი განვითარება მისი ეფექტურობის გაუმჯობესებით, რითაც გაძლიერდება დერეფნის, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტის როლი. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს, შუა დერეფანში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სატრანზიტო კარიბჭის ფუნქცია შევასრულოთ. პორტების, რკინიგზისა და ავტომაგისტრალების სისტემების მეშვეობით, ჩვენი ქვეყანა ხელს უწყობს ტვირთების სწრაფ გადაადგილებას და ზრდის დერეფნის კონკურენტუნარიანობას, რაც აძლიერებს საქართველოს როლს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რაც ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურება.
მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომელსაც ისლანდიისა და ირლანდიის პრემიერ-მინისტრები თანათავმჯდომარეობდნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, მონაკოს სუვერენული პრინცი ალბერ II, აზერბაიჯანის პრეზიდენტი , მონტენეგროს პრეზიდენტი იაკოვ მილატოვიჩი, შვეიცარიის პრეზიდენტი კარინ კელერ-სუტერი, სლოვენიის პრემიერ-მინისტრი რობერტ გოლობი, კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ქრისტოდოლიდესი, გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი და სხვა ლიდერები მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალენ ბერსესთან, მე მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიის განვითარების მიმართ და ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების მხარდასაჭერად

მარტო იმაზეა საუბარი, რომ მე მოვიყვან 100 ათას კაცს რუსთაველზე, 200 ათასიც ყოფილა რუსთაველზე და მის გარშემო, მაგრამ, ასე რევოლუცია არ ხდება – მე ვერ მივიღე სარწმუნო ახსნა იმისა, რატომ უნდა დავარქვა რევოლუცია