“ფროზინონემ” “იუვენტუსთან” 0:4 წააგო, კვერნაძე კი მაინც არ ათამაშეს

იტალიის თასის მეოთხედფინალში „ფროზინონე“ გასვლაზე „იუვენტუსთან“ 0:4 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
სტუმართ გუნდის შემტევი გიორგი კვერნაძე სათადარიგო იყო.
ჰეთ-თრიკი პოლონელმა თავდამსხმელმა არკადიუშ მილიკმა შეასრულა, ორი საგოლე გადაცემა კი უესტონ მაკენიმ გააკეთა.
შემდეგ შეხვედრას „ფროზინონე“ 15 იანვარს ჩემპიონატზე ბერგამოში „ატალანტასთან“ ჩაატარებს.
იუვენტუსი – ფროზინონე 4:0
გოლები: 1:0 მილიკი (11, პენ), 2:0 მილიკი (38), 3:0 მილიკი (48), 4:0 ილდიზი (64)