კახა წიქარიშვილი ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ყოფილი მოსამართლე ბესო ალავიძე დეტალ;ურად იხსნებს, თუ როგორ ავალებდა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უზენაეს სასამართლოს სასურველი გადაწყვეტილების მიღებას, მრავალმილიონიან დავებზე. ალავიძე ყვება, რომ იმდენად დიდი იყო მასზე ზეწოლა, რომ თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა.
კახა წიქარიშვილი:
„ვისაც სასამართლოში მომხდარი ამბები გაინტერესებთ აქ ნახავთ თუ რა ხდებოდა რუსთავი 2 ს საქმეზე, მეტალურგიული ქარხნის საქმეზე, თბილავიამშენის საქმეზე და ბევრ სხვა საქმეებზე.
აქ ნახავთ როგორ ჩაკეტეს ოთახში მთელი კოლეგია, მოსამართლეს როგორ აიძულებდნენ საავადმყოფოში დაწოლას, თავაზობდნენ ქრთამს, გადანიშვნას კონკრეტული საქმეების სანაცვლოდ და ა.შ.
ამ ჩანაწერს ვასაჯაროებ რესპოდენტის თანხმობით ვინაიდან ახლა ის საზღვარგარეთ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ეს ვიდეო არ ეხება მხოლოდ ქართული ოცნების სასამართლოს არამედ ეხება ნაცების დროინდელ სასამართლოს რომელსაც მაშინაც მართავდა ჩინჩალაძე და მისი კლანი.
მას შემდეგ რაც კლანის წევრები დაასანქცირეს ჩვენ ვითხოვდით საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში თუმცა ქართულმა ოცნებამ სამჯერ ჩაშალა საგამოძიებო კომისიის შექმნის მცდელობა.
აქედან უკვე პირდაპირ ვუგზავნი საქართველოს პროკურატურას , მედიას და საზოგადოებას.
ვინც იკითხავთ რატომ მაინცდამაინც არჩევნების წინ ოკ. შეიძლებოდა მერეც მექნა მაგრამ მე მგონია ახლა არის დრო როცა ყველა სიმართლემ უნდა იყვიროს.“
