ადვოკატი – ზვიად კუპრავა მიიჩნევს, რომ უკანონო პატიმარია – ბოლომდე აპირებს ბრძოლას

ზვიად კუპრავა მიიჩნევს, რომ არის უკანონო პატიმარი, ის ბრძოლას ბოლომდე აპირებს,- ამის შესახებ ადვოკატმა გია გოროზიამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ზვიად კუპრავას დაკავების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნული განცხადება ადვოკატმა მედიასთან სუს-ში შესვლამდე გააკეთა, სადაც იმყოფება დაკავებული ზვიად კუპრავა. ადვოკატის ინფორმაციით, კუპრავას ბრალს სუს-ში უახლოეს წუთებში წარუდგენენ.
„გუშინ, გვიან ღამით შევხვდი ზვიადს პირადად, ვისაუბრეთ. მიიჩნევს, რომ არის უკანონო პატიმარი, ბრძოლას ბოლომდე აპირებს, ვინაიდან მისი დაკავება იყო სრულად უსაფუძვლო. ბატონი ზვიადის პოზიციას, როცა გამოვალ [სუს-იდან], მოგახსენებთ.
ზვიად კუპრავას დაკავება მოხდა ისე, რომ თითქოს მან საზოგადოების გარკვეულ ფენას მოუწოდა, რომ ძალადობით ან დამხობით შეცვლილიყო სახელმწიფო, კონსტიტუციური წესწყობილება. მე პირადად ვნახე ეს ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთული იქნა თავად ზვიად კუპრავას მიერ. მსგავსი მოწოდება, რომ ძალადობით ან რაიმე სხვა ძალადობრივი ქმედებით დაემხოს სახელმწიფო წყობილება, პირადად ვერ მოვისმინე”,- განაცხადა გია გოროზიამ.
ცნობისთვის, სუს-მა თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ზვიად კუპრავა დააკავა. დაკავება ეხება 30 სექტემბერს, კუპრავას მიერ, სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ, სუს-ის განმარტებით, გამოძიების მასალების მიხედვით, 2025 წლის 30 სექტემბერს ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მან მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბრის ს ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – 4 ოქტომბერს ყველაფერი შეიძლება მოხდეს და შეიძლება არაფერი მოხდეს – კარგი ფორმულაა 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ, მაგრამ გვაქვს 5 და 6 ოქტომბერი – არ არის გამორიცხული გრძელვადიანი ბრძოლის პროცესში ჩავდგეთ

ნინო ქურდიანი: 34 წლის თათია ლომინაძე რომ გარდაიცვალა დღეს, ესეც პოლიტიკაა. პოლიტიკაა ის, რომ გენდერულად მოტივირებულ დანაშაულებთან მუშაობის სპეციფიკა აღარ იციან პოლიციაში – ვინც იცოდა, ისიც გააქციეს