აშშ-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საკვები პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია General Mills–მა განაცხადა, რომ მიწოდების ქსელის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, მისურის შტატში სამ ქარხანას დახურავს.
დაიხურება სენტ-ჩარლზის ქარხანა, რომელიც პიცის ქერქის წარმოებას ახორციელებს, და ჯოპლინის ორი ქარხანა, რომელიც გასულ წელს Whitebridge Pet Brands-ის ჩრდილოეთ ამერიკის ოპერაციების 1.45 მილიარდი დოლარის ღირებულების შესყიდვის ფარგლებში იქნა შეძენილი.
General Mills–ი ასევე აპირებს რიგი სხვა საწარმოების აქტივების კონსოლიდაციას.
კომპანიაში ელიან, რომ რესტრუქტურიზაციის ხარჯები დაახლოებით 82 მილიონი აშშ დოლარი იქნება, მათ შორის დაახლოებით 64 მილიონი აშშ დოლარის აქტივების ჩამოწერა. ხარჯებიდან დაახლოებით 49 მილიონი აშშ დოლარი აისახება 2026 წლის ფისკალური წლის მეორე კვარტალში.
ვრცლად interfax – ზე
