საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას 6 ოქტომბრიდან დაიწყებს.
სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ორივე შეხვედრას სტუმრად გამართავს. საქართველოს ნაკრები ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში შეიკრიბება, სადაც 11 ოქტომბერს, ესპანეთთან ელჩეში გასამართი მატჩისთვის მოემზადება.
ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ, ჩვენი გუნდი თურქეთში გაემგზავრება. 14 ოქტომბერს, ჯგუფის მეოთხე შეხვედრას თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, იზმითში ჩავატარებთ.
მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა:
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (ცსკა 1948 სოფია, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი).
წყარო: Nakrebi.ge
· lasha ყველა გამოიძახა ვისი იმედიც უნდა გვქონდეს ხოდა ჰა ბურტი და ჰა მოედანი მე მაქვს იმედი რომ თურქეთში მოვიგებთ ყოველშემთხვევაში 2 ქულა თუ ავიღეთ ოქტომბერში შანსები კიდევ დაგვრჩება
“ბარსელონას” იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა
“საქართველოს ნაკრები სამაგალითოა” – ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა – ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების “აჩქარებას” – ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს…
“ჯვაროსნების” აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! – ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
მეტოქეები ცნობილია – ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
