„მზის ელექტროსადგურების მშენებლობა აქტიურად დაიწყო, ე.წ. შემნახველი ბატარეები საჭირო გახდება“ – Photomate Caucasus

„მზის ელექტროსადგურების მშენებლობა აქტიურად დაიწყო, ე.წ. შემნახველი ბატარეები საჭირო გახდება“ – Photomate Caucasus
Photomate Caucasus-ის რეგიონალური დირექტორის, დავით ტყეშელაშვილის ინფორმაციით, მზის ელექტროსადგურების მშენებლობა ძალიან აქტიურად დაიწყო, შესაბამისად, ელექტრო დამაგროვებლები ე.წ. შემნახველი ბატარეები საჭირო გახდება.
როგორც დავით ტყეშელაშვილი გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” აღნიშნავს, Photomate Caucasus-ი სრულად მომარაგებულ საწყობს ფლობს და მზადაა, მომხმარებლისთვის საჭირო ტექნოლოგიები მოთხოვნის შესაბამისად დროულად უზრუნველყოს.
“ჩვენი კომპანია მზის ელექტროსადგურებისთვის განკუთვნილ ინვენტორებს ე.წ. მზის გარდამქმნელებსს აწარმოებს. ამასთან ერთად სხვა ყველა საჭირო ჭკვიანი მოწყობილობები გვაქვს, ასევე მომხმარებლებს ბატარეის შემნახველ მოწყობილობებს ვთავაზობთ, ამ ყველაფერს კი ვამატებთ სერვისს, რის გამოც ადგილობრივ ბაზარზე წამყვანი კომპანია ვართ.
გასულ წლებთან შედარებით, ქვეყანაში ტენდენციამ ძალიან მოიმატა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა ძალიან აქტიურად დაიწყო, დროთა განმავლობაში ქსელისთვის სტაბილურობა საჭირო იქნება. სახელმწიფოს მხრიდან ამ ყველაფერზე ზრუნვა უკვე დაწყებულია. ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესმა ამაზე ფიქრი დაიწყო, რამდენიმე მსხვილ ბიზნესთან საკითხს უკვე აქტიურად განვიხილავთ. ჩვენ როგორც HUAWEI-ის გლობალური პარტნიორი აქტიურად ვუჭერთ მხარს ბიზნესს – საწყობი მთლიანად ყველა საჭირო პროდუქციითაა მომარაგებული და ყოველთვის მზად ვართ, მიწოდება მოთხოვნის პროპორციული იყოს”, – აღნიშნავს დავით ტყეშელაშვილი.
ცნობისთვის, კომპანია Photomate Caucasus საქართველოში HUAWEI-ის ოფიციალური წარმომადგენელია. კომპანია ჩეხური წარმოებისაა და ადგილობრივ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ