“ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია” – ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ

“მანჩესტერ სიტის” ფორვარდმა ერლინ ჰოლანმა საკუთარი შიშების შესახებ გულახდილად ისაუბრა.
ნორვეგიელის თქმით, მას სიკვდილის ეშინია.
“სიკვდილის მეშინია, რადგან არ ვიცი, რა გველის მის შემდეგ. ზოგჯერ საშიშია, როცა საძინებელში მარტო წევხარ და დაძინებამდე ფიქრობ: “რა მოხდება იმ დღეს, როცა მოვკვდები? სამოთხეში მოვხვდები, ჯოჯოხეთში თუ საერთოდ სად?
უკვე დავკარგე ბებია-ბაბუა და ჩემი აგენტიც. გასულ წელს კი კიდევ ერთი ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი გარდაიცვალა – ივარ ეგგია. მიუხედავად იმისა, რომ ნათესავი არ იყო, ბიძას ვეძახდი, რადგან ჩემთვის ოჯახის წევრივით იყო. ეს ძალიან მძიმე იყო. მწყდება გული, რომ აღარ არის ჩვენს შორის. ახლა რომ აქ იყოს, ისევ ვიხუმრებდით ერთად. სულ ვხუმრობდით და ვიცინოდით. სამუდამოდ მემახსოვრება.
ივარს უნდოდა, რომ ცხოვრებისგან ყველაფერი საუკეთესო მიმეღო, სიამოვნებისთვის მეთამაშა და მეცხოვრა. იცოდა, რომ დიდხანს ვეღარ იქნებოდა ჩემს გვერდით, მაგრამ მაინც მხოლოდ ჩემს მოტივირებას ცდილობდა”, – გაიხსენა ჰოლანმა NRK-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ნორვეგიელა გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე “მონაკოს” წინააღმდეგ (2:2) დუბლი შეასრულა.
· გელა რათქმაუნდა ვალჰალაში მოხვდები ერლინ.
[VIDEO] თბილისის “დინამოს” ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა
“გარიცხეთ ს ფედერაცია UEFA-დან” – ესტონელებმა მოთხოვნა წამოაყენეს
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის ნაცვლად “ოქროს ბურთის” მფლობელ მწვრთნელს ნიშნავენ
“სიტი” პსჟ-ს კიდევ ერთი ვარსკვლავის გადაბირებას ცდილობს
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს – “სპორტინგი” “ნაპოლისთან” დამარცხდა
[VIDEO] დონარუმას ფანტასტიკური მოგერიებები და ჰოლანის დუბლი – “მანჩესტერული დერბი” “სიტის” გამარჯვებით დასრულდა
“როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა” – გვარდიოლამ “სიტის” ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
არც ჰოლანი და არც მბაპე – ტიერი ანრიმ დღესდღეობით საუკეთესო ფორვარდი დაასახელა
“მანჩესტერ სიტიმ” “არსენალთან” მატჩში ანტირეკორდი დაამყარა
“მასზე უკეთესი გავხდები” – შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა
[PHOTO] “ალბათ, შენი მშობლები ამით ამაყობენ” – ჰოლანმა გულშემატკივრის წერილი გაასაჯაროვა
“ის, მესი და რონალდო სხვა პლანეტიდან არიან” – გვარდიოლამ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
“ბარსელონას” ლევანდოვსკის შემცვლელად ჰოლანის დამატება სურს – რამდენად რეალურია ტრანსფერი?