გოჩა ბერიძე ყოფილ თანამშრომლებს მიმართავს, არ შეასრულონ გეკა გელაძის ბრძანებები და 4 ოქტომბერს ქვეყნის ინტერესები დაიცვან

თადარიგის პირველი რანგის კაპიტანი გოჩა ბერიძე ყოფილ თანამშრომლებს მიმართავს, რომ “არ შეასრულონ რუსული რეჟიმის მიერ დანიშნული არალეგიტიმური შს მინისტრის, გეკა გელაძის გაცემული უკანონო ბრძანებები და მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ქვეყნის ეროვნული ინტერესები დაიცვან”.
“მე, საქართველოს მოქალაქე, თადარიგის პირველი რანგის კაპიტანი გოჩა ბერიძე მოგმართავთ ჩემს ყოფილ თანამშრომლებს!
მე, როგორც თქვენი და ბევრი თქვენგანის ყოფილი ხელმძღვანელი, საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი არ მოგიწოდებთ, არამედ გიბრძანებთ შესასრულებლად, რომ არ შეასრულოთ რუსული რეჟიმის მიერ დანიშნული არალეგიტიმური შს მინისტრის გეკაა თუ ჯეკას მიერ გაცემული უკანონო ბრძანებები და მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს დაიცვათ ქვეყნის ეროვნული ინტერესები, გაემიჯნოთ მოქმედ არალეგიტიმურ რეჟიმს და გადახვიდეთ ქართველი ხალხის მხარეს! თუ გატეხთ, თქვენს მიერ დადებულ ფიცს! პასუხისმგებელი იქნებით ღვთისა და ქვეყნის წინაშე!
ეს ყველა მესაზღვრეს ეხება, ვინც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ დაიცავს, ჩემს გვერდით ვერ იმსახურებს, თუ გინდ ჩემი ძმა იყოს!
დიდება და გამარჯვება საქართველოს!”, — წერს სოციალურ ქსელში გოჩა ბერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ელოშვილი: ეს ფოტო კი უკრაინაშია გადაღებული… მიდის პატარა კაცი, თავის მიწასთან გასწორებულ ქალაქში, დაბომბილი ბავშვობით… მიდის, მხოლოდ მან იცის სად და დედამიწა რომ ვერ დაიტევს, იმხელა სევდა მიაქვს…

ლევან სუთიძე: მიტროპოლიტი საბა გიგიბერია ნეგატიურ საარჩევნო კამპანიაზე გადავიდა: მეუფე ისაიას ცხენით სიარული და რუსეთზე გაკეთებული განცხადებები არაფერს ნიშნავს პატრიარქობისთვისო – ეს თქვა სახელის უთქმელად