უკრაინული მედია – ფრანგმა სამხედროებმა რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული ტანკერი დააკავეს

ფრანგმა სამხედროებმა რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული ტანკერი დააკავეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა „ფრანს-პრესზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფრანგი სამხედროები საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროსთან მდგომ რუსეთთან დაკავშირებულ ნავთობის ტანკერ „ბორკაიას“ ბორტზე ავიდნენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლებამ ბენინის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და შესაძლოა, ტანკერი ბოლო დროს დანიაში დრონებით გამოწვეულ ინციდენტებთან იყოს კავშირში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტანკერი „ბორკაია“ „სერიოზულ დარღვევებშია“ ეჭვმიტანილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც