მაროკოში ანტისამთავრობო აქციებზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა

მაროკოში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, – ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
მაროკოში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები უკვე მეოთხე ღამეა გრძელდება.
ახალგაზრდები, კერძოდ „თაობა Z“, მთავრობას სოციალური პროგრამების ნაცვლად თანხების 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საფეხბურთო სტადიონებზე დახარჯვაში ადანაშაულებენ.
მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქციებზე 409 ადამიანი დააკავეს.
სამინისტროში განაცხადეს, რომ შეტაკებების შედეგად სამართალდამცავი ორგანოების 263 თანამშრომელი დაშავდა და 142 ავტომობილი დაზიანდა. ასევე, დაზიანდა 20 კერძო ავტომობილი და 23 სამოქალაქო პირი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა