პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, 1997 წელს დაბადებული ინდოეთის მოქალაქე ვ.გ. დააკავეს.
დაკავებული ვ.გ. ინდოეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის
დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის, მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისჯილი აქვს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა.
ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ვ.გ. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა