ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე – დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონტაქტი გვექნება

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონტაქტი გვექნება, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„საქართველო ევროპის საბჭოს წევრია. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის წინაშე ვალდებულება აიღო. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ჩვენც დიდი მოლოდინები გვაქვს. ეს ნიშნავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების აღსრულებას, ყოველთვის კონტაქტში ყოფნას და ყოველთვის ერთად მუშაობას“, – განაცხადა ალან ბერსემ.
კითხვაზე, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, სთან კომუნიკაცია ექნება თუ არა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა დადებითი პასუხი გასცა.
„როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მე ყველასთან კონტაქტისთვის ღია ვარ. ცხადია, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონტაქტი გვექნება“, – აღნიშნა ბერსემ.

ასევე დაგაინტერესებთ