ჩვენი ინფორმაციით, აპირებენ ისეთი პროვოკაციის დაგეგმვას, რაც გამოიწვევს მძიმე ემოციებს ადამიანებში – არავის ვურჩევ ამის არათუ გაკეთებას, გაფიქრებასაც კი, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ – მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის აქციაზე

ჩვენი ინფორმაციით, აპირებენ ისეთი პროვოკაციის დაგეგმვას, რაც გამოიწვევს მძიმე ემოციებს ადამიანებში – არავის ვურჩევ ამის არათუ გაკეთებას, გაფიქრებასაც კი, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ – 4 ოქტომბრის აქციაზე
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი, რამდენიმე შიდა ჯგუფი, სერიოზულად მსჯელობს იმაზე, რა შეიძლება მოახდინონ ისეთი, რამაც შეიძლება საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიოს. იმიტომ, რომ ფონი ქვეყანაში არ არის ისეთი, რაც თუნდაც წინა პერიოდებში იყო, როდესაც საპროტესტო აქციები იმართებოდა, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას, გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციას სჭირდება ადამიანებში ემოციის გამომწვევი რაიმე ქმედების დაგეგმვა, თუმცა, სუს-ის უფროსი აღნიშნავს იმასაც, რომ ამის არათუ გაკეთებას, არამედ გაფიქრებასაც კი არავის ურჩევს, რადგან სახელმწიფოს პასუხი მძიმე იქნება.
“ჩვენი ინფორმაციით, მათ სჭირდებათ ისეთი რაღაცის დაგეგმვა, რაც გამოიწვევს მძიმე ემოციებს ადამიანებში და არავის ვურჩევ ამის გაკეთებას. არა თუ გაკეთებას, გადაჭარბების გარეშე, გაფიქრებასაც არ ვურჩევ ამის, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე პასუხს მიიღებენ და არ მგონია, რომ ეს პასუხი და სამართლებრივი რეაგირება მოეწონოს რომელიმე მათგანს. ამიტომ, თუ რამის გაპროტესტება უნდათ, გააპროტესტონ, ოღონდ კანონის ჩარჩოდან ნუ გავლენ -ეს იქნება ჩემი კიდევ ერთი დამატებით რჩევა. არჩევნებსაც ჩაატარებს ეს ქვეყანა ღირსეულად, გამოწვევებსაც გავუმკლავდებით და ქართული, უკვე შემდგარი ძლიერი სახელმწიფო, კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Previous: როდესაც ბრიტანეთი ჩვენ გვაკრიტიკებს ჩვენს უმარტივეს გამჭვირვალობის კანონზე, სადაც მხოლოდ დეკლარირება არის მოთხოვნილი, მათი კანონი ფიზიკურ პირსაც ეხება და ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძის უწყინარმა განცხადებამ, საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ჯგუფების თვითლუსტრაცია მოახდინა. უნებლიედ აღიარეს, რომ გარკვეული ორგანიზაციები და პირები მართლაც იღებენ დაფინანსებას ტაივანიდან