“ყვითელი წყალქვეშა ნავის” ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე სადებიუტო გოლი გაიტანა. ქართველმა ნიკოლა პეპეს პასით ისარგებლა და მე-18 წუთზე “ვილიარეალი” დააწინაურა.
მის თამაშს სოციალური ქსელის საშუალებით უცხოელი გულშემატკივრები ეხმაურებიან, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს.
“მიქაუტაძე აბსოლუტური სუპერვარსკვლავია!”.
“ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს. წარმოუდგენელი პირველი ტაიმი ჩაატარა”.
“გიორგი მიქაუტაძემ “იუვენტუსს” გაუტანა! პატარა მეფევ, დიდებული ხდები… ამ რთულ პერიოდში შენით ძალიან ვამაყობთ” (მეცის ქომაგი).
“პეპესთან მისი დუეტი მომაკვდინებელია, ვფიქრობ, უფრო და უფრო უკეთესი გახდება”.
“ვილიარეალს” ჩემპიონთა ლიგაზე 1 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 4 ოქტომბერს გამართავს – “ყვითელი წყალქვეშა ნავი” ლა ლიგის მერვე ტურში მადრიდში “რეალს” დაუპირისპირდება.
· დოკი ამ გუნდს პარეხო აფერხებს
“ბასკონიამ” 16 წლის მათე ხატიაშვილი ევროლიგის განაცხადში შეიყვანა
“მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა” – თორნიკე შენგელია “ბარსელონაში” დებიუტისთვის ემზადება
[VIDEO] მიქაუტაძემ “იუვენტუსს” გაუტანა – “ვილიარეალმა” და “იუვემ” ქულები გაიყვეს




