კოპენჰაგენში დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოც მიიღებს

დღეს კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოც მიიღებს, – ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეშვიდე შეხვედრაში მონაწილეობას ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო და შემდეგი ქვეყნები მიიღებენ: ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ფარერის კუნძულები, საქართველო, გრენლანდია, ისლანდია, კოსოვო, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, სერბეთი, შვეიცარია, თურქეთი, და გაერთიანებული სამეფო.
შეხვედრაზე ევროკავშირს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა წარმოადგენს, რომელიც სამიტს დანიის პრემიერ-მინისტრ, მეტე ფრედერიქსენთან ერთად გაუძღვება.
სამიტის ფარგლებში ლიდერები უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ტრადიციული და ჰიბრიდული საფრთხეების, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მიგრაციის შესახებ იმსჯელებენ.