აშშ უკრაინას გადასცემს სადაზვერვო მონაცემებს რუსეთის ენერგოობიექტებზე სარაკეტო დარტყმებისთვის – WSJ

აშშ ს გადასცემს სადაზვერვო მონაცემებს ს ტერიტორიის სიღრმეში ენერგეტიკულ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებისთვის. ეს ინფორმაცია შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ამერიკულმა გამოცემა Wall Street Journal-მა.
გამოცემის წყაროთა თანახმად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სადაზვერვო სამსახურებს შესაბამისი ნებართვა ცოტა ხნის წინ მისცა. მსგავს მხარდაჭერას სთხოვს ნატოელ მოკავშირეებსაც.
ვაშინგტონი კიევს სადაზვერვო მონაცემებს ადრეც უგზავნიდა, თუმცა როგორც WSJ წერს, ტრამპის ადმინისტრაციის ახალი ნაბიჯი უკრაინას გაუმარტივებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, მილსადენებზე, ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკის სხვა ობიექტებზე დარტყმას.
ამერიკული გამოცემა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას აფასებს მის მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების ნიშნად, რადგან სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მიმართული ძალისხმევა ჩიხში შევიდა.
Wall Street Journal-ის წყაროთა თანახმად, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემის გაფართოების ნებართვა გასცა უკრაინის მიერ ევროპის დახმარებით ტერიტორიების დაბრუნების შესახებ პოსტის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში მსგავსი შინაარსის პოსტი 23 სექტემბერს გამოაქვეყნა.
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის 23 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ მედიით გავრცელდა ცნობები, რომ ზელენსკიმ ტრამპს სთხოვა შორ მანძილზე (2500კმ) მოქმედების ამერიკული ფრთოსანი რაკეტები Tomahawk.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ეს საკითხი განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
უკრაინის არმიას პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ გადასცა 300 კილომეტრის მანძილზე მოქმედების ამერიკული ბალისტიკური რაკეტები ATACMS.
პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო, თავად ეს დახმარება შეაჩერა, აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს და დადებითად მოიხსენიებდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.
შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებების შედეგად ვერ მიაღწია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას. მოსკოვისგან განსხვავებით კიევმა თანხმობა ჯერ კიდევ 2025 წლის გაზაფხულზე განაცხადა.
2025 წლის 14 ივლისს, ვაშინგტონში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს შეიძენენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ