[VIDEO] მიქაუტაძემ “იუვენტუსს” გაუტანა – “ვილიარეალმა” და “იუვემ” ქულები გაიყვეს

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში “ვილიარეალი” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსს” დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ქართველმა ფორვარდმა მე-18 წუთზე ნიკოლა პეპეს პასით ისარგებლა და ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი გაიტანა, “ყვითელმა წყალქვეშა ნავმა” პირველ ტაიმში აქტიურობა გააგრძელა, კარგი შანსი ჰქონდა პედრასას, თუმცა 29 წლის ესპანელმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.
მეორე ტაიმში “იუვენტუსი” გააქტიურდა, სტუმართა რიგებიდან 49-ე წუთზე გატიმ გაათანაბრა, 7 წუთში კი კონსეისაომ “ბებერი ქალბატონი” წინ გაიყვანა, 90-ე წუთზე გაბრი ვეიგამ ანგარიში გაათანაბრა და “ვილიარეალი” მარცხისგან იხსნა.
“ვილიარეალს” 1 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 4 ოქტომბერს გამართავს – “ყვითელი წყალქვეშა ნავი” ლა ლიგის მერვე ტურში მადრიდში “რეალს” დაუპირისპირდება.
ვილიარეალი – იუვენტუსი 2:2
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (18), 1:1 გატი (49), 1:2 კონსეისაო (56), 2:2 ვეიგა (90)
· ემიგრანტი გიო ტოპ თავმდამსხმელია. მე.ბარსელონას ადგილას ვიყიდიდი
ეს მოხდა ბაქოში – “ყარაბაღმა” ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია
“რეალთან” 0:5-ის შემდეგ “კაირატის” მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს
[VIDEO] “კვარა” “ატალანტასთან” მატჩის MVP გახდა – ქართველს პრიზი გადასცეს
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
“ტოტენჰემი” მიქაუტაძის 60 მილიონად შესაძენად ემზადება
პსჟ-ს წილისყრაში არ გაუმართლა – ჩემპიონთა ლიგაზე ქართველთა გუნდების მეტოქეები გაირკვა
“სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა…” – როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
“ყოველ ჯერზე უფრო ნათლად გვესმის მიზეზი, რის გამოც მას “მეფეს” ეძახიან” – “ვილიარეალის” პოსტი მიქაუტაძეზე
ბერნარდო სილვა სერია A-ში? – ფეხბურთელი იტალიურ გრანდს შესაძლოა, უფასოდ შეუერთდეს
გიჟური მატჩი და საოცარი სილამაზის გოლები ტურინში – “იუვენტუსმა” “ინტერს” თამაში ბოლო წუთებზე შემოუტრიალა
El Gol Digital-ი მიქაუტაძეზე: სარეკორდო ინვესტიცია ამოქმედდა – “ვილიარეალს” შეუძლია თანხა სამმაგად აინაზღაუროს
პსჟ სიაში მესამეა – სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი “ვილიარეალის” მატჩის დღე
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე – რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?