კომუნიკაციების სპეციალისტი, “ჯიპას” ასოცირებული პროფესორი თინათინ სტამბოლიშვილი:
90იანებში გვაჯერებდნენ, რომ შუქი და გაზი ფუფუნებაა და ასე უნდა ვიყოთ, გრაფიკით და მადლობა ვთქვათ

რომ კორუფცია და ქურდული სამყარო ჩვენი ნორმალური ყოფაა, ისევე როგორც გაიშნიკების მექრთამეობა

ასევე დიდი ხანი გვაჯერებენ, რომ ერთი კაცი ან ერთი პარტია თუ არ გვაზის თავზე, ისე ქვეყანას ვერ მართავს ქართველი და მრავალფეროვნება კარგი არაა – ერთი კაცი ლიდერად უნდა წაგვიძღვეს, ისე ვერაფერს ვიზამთ და ყველაფერი აირევა

ახლა გვაჯერებენ, რომ შუქი და წყალი კი გვაქვს, მაგრამ ნორმალური
ჯანდაცვა, სუფთა გარემო, უზრუნველი სიბერე ჩვენ არ გამოგვივა, ყველა სოფელს კანალიზაცია ვერ ექნება, ყველა სკოლაში განათლებული მასწავლებელი ვერ იქნება, უნდა დავმკაყოფილდეთ რაც გვაქვს (მთავარია ომი არაა – ამ მოტივით)

ასევე გვაჯერებენ, რომ ომი რომ არ იყოს, ცივილიზაციას უნდა დავშორდეთ და
რუსეთის ნებაზე ვიყოთ (იქნებ არ მოუნდეს ომი, ამ იმედით)

და 200 წელი ტვინს გვირეცხავდნენ, რომ ქართველი მხოლოდ ცეკვისთვის და სიმღერისთვის ვარგა და დამოუკიდებლად სახელმწიფო ვერ გვექნება

დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ (ვიბრძოლეთ) და გავქაჩეთ

კორუფცია დავამარცხეთ და ქურდობა სასირცხვილო გავხადეთ, ბირჟავიკობა – დამაკნინებელ საქმიანობად ვაქციეთ

ყველა ერთპიროვნული მმართველი გავისტუმრეთ პოლიტიკურ სასაფლაოზე (აქამდე ვინც იყო)

რუსეთს ათასჯერ დავემორჩილეთ, მთლიანად ჩავბარდით კიდეც და ომი მაინც არ აგვცდა არც ერთ ჯერზე (არც ერეკლეს დროს და არც შევარდნაძის დროს) – და მაინც არ დავნებდით, დიდი მსხვერპლის ფასად გამოვედით.
და რა პირით გვეუბნებიან, რომ ერთი ახირებული კაცის ან პარტიის მმართველობაა ჩვენი ნორმალური ყოფა და ევროპული განვითარება და დემოკრატია საჩვენო არაა? რომ ისევ დიდი მსხვერპლის ფასად უნდა შევბრუნდეთ რუსეთის წიაღში? რომ ამომრჩეველს ვერაფერს აუხსნის და მაინც ბიდლოა – ისევ თავზე უნდა მოაჯდე? ისევ მდიდარმა ბიზნესმენი უნდა წამოსკუპდეს ფეოდალად?
როგორც ვერ შევეგუეთ ათასჯერ, ისტორიის მანძილზე, ახლაც არ გამოვა, ვერ შევეგუებით და ვიბრძოლებთ, გავქაჩავთ