,,წელს ძალიან კარგი ზაფხულის ტურისტული სეზონი გვქონდა, ბაზრები იყო დივერსიფიცირებული, არ ვიყავით დამოკიდებულები რომელიმე ერთ ან ორ ბაზარზე” – მაია მურაჩაშვილი

,,წელს ძალიან კარგი ზაფხულის ტურისტული სეზონი გვქონდა, ბაზრები იყო დივერსიფიცირებული, არ ვიყავით დამოკიდებულები რომელიმე ერთ ან ორ ბაზარზე” – მაია მურაჩაშვილი
ზაფხულის ტურისტულ სეზონს წარმატებულად აფასებს Iberia Tours Plus-ის დამფუძნებელი და ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი, მისი თქმით, წლევანდელი სეზონი გამორჩეულია დივერსიფიცებული ბაზრითა და გაზრდილი შემოსავლით.
„წელს ძალიან კარგი ზაფხულის ტურისტული სეზონი გვქონდა, ბაზრები იყო დივერსიფიცირებული, არ ვიყავით დამოკიდებულები რომელიმე ერთ ან ორ ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტები იყო იმ რეგიონებში, საიდანაც ჩვენ ტურისტებს პირდაპირ ვიღებთ და იყო პატარა ჩავარდნაც, უცბად შეივსო ბაზარი სწორედ დივერსიფიცირების გამო. მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ ბევრი პირდაპირი ფრენა სრულდება საქართველოს მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნებიდან, აქედან გამომდინარე მე არავის ვიცნობ, ვინც იტყვის, რომ წელს ცუდი სეზონი იყო“.
მაია მურაჩაშვილის თქმით, წელს გაიზარდა სასტუმროების დატვირთვაც.
„სასტუმროების დატვირთვით ძალიან კარგი დატვირთვა გვაქვს, ნომრებზე ფასების მატებაც შეინიშნებოდა, ვფიქრობ ერთ ტურისტზე დანახარჯები გაზრდილია, გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობაც, რაც სტატისტიკური ინფორმაციითაც გამოჩნდება. ჩვენს სასტუმროებში ჭარბობდნენ სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან: პოლონეთი, , კონფლიქტის დასრულების შემდეგ ძალიან ბევრი ჩამოვიდა ისრაელიდან, ასევე ინდოეთი და ჩინეთი“,-აცხადებს მაია მურაჩაშვილი.