აჭარის მთავრობის სახლთან ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავეს – არსებული ინფორმაციით, დაკავებული აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებდა

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი აქციის მონაწილეებთან მივიდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც ის სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს.
ცნობისთვის, 300 დღეზე მეტია, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია ყოველდღე მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა