მსოფლიოში შერწყმებისა და შესყიდვების (M&A) მოცულობამ მესამე კვარტალში 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც მეგა გარიგებებით უჩვეულოდ დატვირთული ზაფხულის წყალობით მოხდა, – წერს Financial Times.
London Stock Exchange Group-ის მონაცემებით, ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში 14 გარიგება გამოცხადდა, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 10 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.
შერწყმებისა და შესყიდვების მოცულობამ სამი კვარტალის განმავლობაში თითქმის 3.1 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც 35%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ ეს წელი 2021 წლის შემდეგ საუკეთესო იქნება.
ვრცლად interfax – ზე
