ღვინის საერთაშორისო კონკურსზე IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia მონაწილეთარეგისტრაცია დაიწყო. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია IWSC-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 1 ოქტომბერს გაიხსნა და ქართველ მწარმოებლებს კიდევ ერთხელ მიეცემათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი უნიკალური პროდუქცია საერთაშორისო ასპარეზზე.
მნიშვნელოვანია, რომ IWSC 2026 Wine & Spirits Judgingin Georgia გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით მეოთხედ ჩატარდება. ღონისძიება წელს, პირველად აჭარის რეგიონში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმში 24–28 ნოემბერს გაიმართება, რაც საერთაშორისო ჟიურის წევრებს მისცემს შესაძლებლობას დასავლეთ საქართველოს მდიდარ ღვინის კულტურას გაეცნონ. ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ღვინოების ცნობადობის ზრდას და მათ პოპულარიზაციას სხვადასხვა რეგიონში. ბოლო წლებში აჭარის რეგიონი მნიშვნელოვნად განვითარდა და წარმოაჩინა თავისი მრავალფეროვანი ადგილწარმოშობის ვაზის ჯიშების პოტენციალი.
ტრადიციისამებრ, IWSC საქართველოში საერთაშორისო მსაჯთა ვარსკვლავურ გუნდს ჩამოიყვანს, რომელთა გამოცდილებითა და ცოდნით კონკურსი უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება. ჟიურის შემადგენლობას ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და IWSC-ის ჟიურის კომიტეტის წევრი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტიუხელმძღვანელებს. მას შეუერთდებიან საერთაშორისო ჟიური, მათ შორის, ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიები და ღვინის კონსულტანტები, რომელთა ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, მსაჯთა გუნდს შეუერთდებიან ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ადგილობრივი სპეციალისტებიც. წინა წლების მსგავსად, საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური საუკეთესო ღვინოებსა და სპირტიან სასმელებს გამოავლენს.
გასათვალისწინებელია, რომ IWSC 2026 Wine and SpiritsJudging in Georgia-ზე მონაწილეთა რეგისტრაცია 1 თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი და 3 ნოემბერს დასრულდება. დარეგისტრირებული ნიმუშების მიწოდება მოხდება 10-დან 17 ნოემბრის ჩათვლით ღვინის ეროვნულ სააგენტოში (მის: მარშალ გელოვანის გამზირი #6)
ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2026 Wine and Spirits Judging in Georgia სპონსორია მეღვინეობა „თელიანი ველი“.
ინფორმაცია IWSC-ის შესახებ:
IWSC არის მეტი, ვიდრე კონკურსი. ეს არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებსა და გამოცდილებაზე. ჩვენი მისიაა, მსოფლიოს საუკეთესო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამორჩევა პარტნიორების საჭიროებებისადმი ჩვენი პერსონალური მიდგომით. ჩვენ ვთავაზობთ ყოვლისმომცველ ბიზნეს მხარდაჭერას ჩვენი მსოფლიო დონის ექსპერტებით შემდგარი ქსელის მეშვეობით, რათა გავაერთიანოთ საერთაშორისო საზოგადოება, გავცვალოთ გამოცდილება და დავეხმაროთ მათ ზრდაში.
ჩვენ არა მხოლოდ ვაჯილდოვებთ საუკეთესოებს, არამედ ვეძებთ აღმოუჩენელ ტალანტებს და ვეხმარებით დიდ თუ მცირე პარტნიორებს, მიაღწიონ ამბიციურ მიზნებსა და გეგმებს.
კონკურსი დაარსდა 1969 წელს ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. ჩვენი სტანდარტები, დეტალების მიმართ ყურადღება და მსოფლიო დონის გამოცდილება გამოგვარჩევს პარტნიორების, მწარმოებლების, დისტრიბუტორების, ინფლუენსერებისა და ექსპერტების თვალში.
Wine, spirits, knowledge, community. Since 1969