მიკრობანკი “კრისტალი”და Lib.ge აკადემია ახალგაზრდების განათლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან

მიკრობანკი “კრისტალი” და Lib.ge აკადემია ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობისთვის პარტნიორობას იწყებენ.
პარტნიორობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას აფხაზეთში მყოფი ბავშვებისთვის, ახალქალაქში მასწავლებელთა პროფესიული ზრდის მხარდაჭერას, ემიგრანტი ქალებისა და გოგონების ფინანსური ცნობიერების ამაღლებას.
თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება იმ ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზეც, რომლებიც ემიგრანტ ქალებსა და გოგოებს ფინანსური ცნობიერების ამაღლებასა და სამეწარმეო უნარების გაძლიერებაში დაეხმარება. საგულისხმოა, რომ პროექტის ამ ნაწილში ინტენსიურად ჩაერთვებიან “კრისტალის” გუნდის წევრებიც, რომლებიც დაგეგმილ ინიციატივებში უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას.
პარტნიორობის შედეგად, მიკრობანკ “კრისტალის” ფინანსური მხარდაჭერით, Lib.ge აკადემია ახალგაზრდებთან შეხვედრებს, ონლაინსემინარებს, მასტერკლასებსა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებს ჩაატარებს.
“მოხარულები ვართ, რომ Lib.ge აკადემიასთან ახალ, საინტერესო თანამშრომლობას ვიწყებთ. მიგვაჩნია, რომ განათლება – ეს არის ინვესტიცია მომავალში. ამიტომ ვერთიანდებით Lib.ge აკადემიასთან, რადგან გვჯერა, რომ ერთად შევქმნით ისეთი შესაძლებლობებს, რომლებიც აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს და ემიგრანტ ქალებს ახალი გზების აღმოჩენაში დაეხმარება. სწორედ ასეთ პროექტებში ჩართულობით ჩანს „კრისტალის“, როგორც არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტის, არამედ საზოგადოებრივი ცვლილებების თანამონაწილის რეალური როლი. ვიმედოვნებთ, რომ მემორანდუმის ფარგლებში არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ”, – აღნიშნავს მიკრობანკ “კრისტალის” E&S მიმართულების ხელმძღვანელი მაია ქობალია.
„ამ შეთანხმებიდან ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გალში მცხოვრები ბავშვების განათლების ხელშეწყობაა. ვფიქრობ, ,,კრისტალთან” ერთად ძალიან მნიშვნელოვან, საეტაპო პროცესს დავუდეთ სათავე, რაც სამომავლოდ კიდევ მრავალ ინიციატივაში აისახება“ – , Lib.ge აკადემიის დირექტორი.
“კრისტალისთვის” ახალგაზრდების განათლების, მეწარმეობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარების მხარდაჭერა და მათი ეკონომიკური ჩართულობის ხელშეწყობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამავდროულად, ის ეხმიანება კომპანიის მიერ შერჩეულ გაეროს მდგრადი განვითარების მე-5-ე და მე-10-ე მიზანს, რომელიც “კრისტალის” კორპორაციულ სტრატეგიაშია ინტეგრირებული და გულისხმობს გოგონების და ქალების ფინანსურ და პერსონალურ გაძლიერებას, მათი ფინანსური წიგნიერების გაღრმავებასა და ამით მათ თემებსა და რეგიონებში უთანასწორობის აღმოფხვრას.
Lib.ge აკადემიის შესახებ:
Lib.ge აკადემია, რომელიც გიორგი კეკელიძის არაფორმალური განათლების აკადემიაა, აერთიანებს ციფრულ ბიბლიოთეკას, ონლაინ სკოლას ემიგრანტებისთვის და შემეცნებით პროექტებს. მისი მიზანი საქართველოს საზღვრებს გარეთ წიგნიერებისა და ქართული კულტურის გავრცელებაა. Lib.ge-აკადემიის ელჩები მზექალა შანიძე და ინგა თოფურია არიან.
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.