უკრაინულმა დრონებმა რუსეთში საწვავის გადამუშავება თითქმის 40%-ით შეამცირეს – მედია

უკრაინული დრონების რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევამ რუსეთში საწვავის ბაზარზე კრიზისი გამოიწვია.
უკრაინელებმა აგვისტოს დასაწყისიდან ს ფედერაციაში ორ ათეულზე მეტ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს, რამაც რუსეთის მასშტაბით საწვავის გადამუშავება 38%-ით ანუ 338 ათასი ტონით შეამცირა.
ამის შესახებ ინფორმაციას RBC ავრცელებს, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Siala-ს მონაცემებს ეყრდნობა.
რუსული მედიის ცნობით, ბენზინისა და დიზელის საწვავის წარმოებისთვის ხელმისაწვდომი კომბინირებული სიმძლავრე აგვისტოში 6%-ით, ხოლო სექტემბერში კიდევ 18%-ით შემცირდა.
როგორც რუსული მედია წერს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში შეფერხების მასშტაბები ისტორიულად უპრეცედენტოა.
Siala-ს შეფასებით, შეფერხების დაახლოებით 70% დრონების თავდასხმების შედეგი იყო. კერძოდ, სექტემბრის ბოლოს უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად რუსული ნავთობგადამუშავების დაახლოებით მეოთხედი შეჩერდა.
მათი ცნობით, სექტემბერში დრონების თავდასხმების შემდეგ, კიდევ ოთხმა რუსულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ შეწყვიტა წარმოება. მათ შორისაა ლენინგრადის რეგიონში მდებარე „კინეფი“, რომელიც სიმძლავრით მეორე ადგილზეა რუსეთში, ასევე „როსნეფტის“ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ხუთ უმსხვილეს ქარხანას შორისაა.
“კომერსანტის” ინფორმაციით, სექტემბერში საწვავის დეფიციტმა შიდა ბაზარზე მოხმარების 20%-ს მიაღწია და კრიზისმა ყველაზე მეტად შორეული აღმოსავლეთი და დააზარალა, სადაც კვირის დასაწყისიდან ერთ ადამიანზე 30 ლიტრზე მეტი ბენზინის გაყიდვა აიკრძალა. საწვავის დეფიციტი ჯამში 20-ზე მეტ რეგიონში გაჩნდა.
რუსული გამოცემები ადგილობრივ ეკონომისტებზე დაყრდნობით წერენ, რომ ნავთობკომპანიებს კრიზისის შესამსუბუქებლად ცოტა რამის გაკეთება შეუძლიათ, რადგან დაზარალებული ქარხნების შეკეთებას შეიძლება თვეები დასჭირდეს, განსაკუთრებით დასავლური სანქციების გათვალისწინებით.
რუსული გამოცემები წერენ, რომ ბენზინის ბაზარზე არსებული კრიზისის მოსაგვარებლად, მთავრობამ აკრძალა ბენზინის ექსპორტი ქვეყნიდან და ასევე მოემზადა საზღვარგარეთ შესყიდვების დასაწყებად.
მათი ცნობით, ამისათვის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დონეზე გაუქმდა ბენზინის, დიზელის საწვავის და თვითმფრინავის საწვავის იმპორტის გადასახადები.
ავტორი: ნინა სიგუა

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს ევროპაში დივერსიებისა და დესტაბილიზაციისთვისაც იყენებენ – ტანკერებიდან დრონების გაშვების შემთხვევები ერთ-ერთი ასეთი მაგალითია

4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით