ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ორგანიზაცია და როგორც იდეოლოგია, დემოკრატიული წესწყობილების მტერია.
„ლევან ხაბეიშვილის და ზვიად კუპრავას საქმეები არის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტური. „ნაციონალური მოძრაობა“ – როგორც ორგანიზაცია და როგორც იდეოლოგია – დემოკრატიული წესწყობილების მტერია. ასეთი იყო ის ხელისუფლებაში ყოფნისას და ასეთად რჩება ის ოპოზიციაში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
