ლავროვი: აფხაზეთის კომპლექსურ მხარდაჭერას გააგრძელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, აფხაზეთს გააგრძელებს კომპლექსურ მხარდაჭერას მისი განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც, ლავროვის თქმით, შეესაბამება ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესებს. ეს განცხადება მან გააკეთა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრთან ოლეგ ბარციცთან შეხვედრაზე.
შეხვედრის დასაწყისში ლავროვმა ბარციცს მიულოცა “გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე”, რომელიც აფხაზეთში 30 სექტემბერს აღინიშნება.
„ჩვენი მხრიდან გავაგრძელებთ სუვერენული, დამოუკიდებელი აფხაზეთის კომპლექსურ მხარდაჭერას მის განვითარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს სრულიად შეესაბამება ჩვენი ხალხის ინტერესებს“, — განაცხადა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან