თინა ბოკუჩავა EPP-ის შეხვედრაზე – საქართველოში მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება – დროული და აუცილებელია რეზოლუციის მიღება საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად, რომელიც საგანგებო დებატის შედეგად იქნება

სამწუხაროდ, საქართველოში ვითარება სულ უფრო მძიმდება – გრძელდება პოლიტიკური დაჭერები; რეჟიმმა პოლიტიკური განცხადების გამო დააკავა , ხოლო ს პოლიტიკური პატიმრობას დღეს 4 წელი შეუსრულდა, რომლის რეფორმები მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა;
„სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე როდესაც თქვენ წინაშე ვარ წარმოდგენილი, მდგომარეობა საქართველოში სულ უფრო და უფრო მძიმდება.
გრძელდება პოლიტიკური დაჭერები, რეჟიმმა პოლიტიკური საჯარო განცხადების გამო დააკავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. დღეს ასევე შესრულდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის 4 წელი, რომელიც ერთ დროს იყო ამ ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, რომლის რეფორმები მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია და რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია გმირ ქართულ ჯართან ერთად პუტინის საქართველოში შემოჭრას 2008 წელს, რის გამოც ის ახლა ისჯება საქართველოს ამჟამინდელი პუტინისტური რეჟიმისგან
ამგვარად, დროული და აუცილებელია რეზოლუციის მიღება საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად, რომელიც საგანგებო დებატის შედეგად იქნება მიღებული და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას თქვენი მხარდაჭერისთვის.” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია