სამხრეთამერიკული თავგადასავალი – თიბისი

14-24 ნოემბერს შესაძლებლობა გაქვთ მსოფლიოს ორ უდიდეს საფეხბურთო დედაქალაქში, ბუენოს აირესსა და რიო-დე-ჟანეიროში იმოგზაუროთ, სადაც ნამდვილი სამხრეთამერიკული თავგადასავლის მონაწილე გახდებით. კონცეპტის მომხმარებლებს ამ ტურზე განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ.
ათდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნობიან ორივე ქალაქის კულტურას. ექსკურსიებთან ერთად, მოეწყობა ველოტური ბუენოს-აირესში და „ასადოს“ კულტურული საღამო. ტურის მონაწილეები დაესწრებიან ოთხ განსაკუთრებულ საფეხბურთო მატჩსა და მოინახულებენ ლეგენდარულ „მარაკანას“ და „სან-ჟანუარიოს“ სტადიონებს.სურვილის შემთხვევაში კი, ქვედა ლიგის სტადიონის ან ფეხბურთის მუზეუმის დათვალიერებაც არის შესაძლებელი.
ტურს ორი გამორჩეული ქართველი მეგზური ეყოლება – ბიძინა ბარათაშვილი, საქართველოში ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მიმომხილველი და ალექსანდრე გაბრიჩიძე, Setanta Sports-ის გამორჩეული ხმა და ქართველი კომენტატორების ახალი თაობის სახე.
სამხრეთამერიკული თავგადასავლის მასპინძელი Setanta Sports-ია.
ტურის განრიგი (14-24 ნოემბერი):
· 5 ღამე ბუენოს აირესში (სასტუმრო Vilon Hotel Recoleta)
· 5 ღამე რიო-დე-ჟანეიროში (სასტუმრო Windsor Copa)
· 4 მატჩზე დასწრება
მატჩები ბუენოს აირესი:
· ველესი – რივერ პლეიტი
· ბოკა ხუნიორსი – ტიგრე
მატჩები რიო-დე-ჟანეირო:
· ფლამენგო – სპორტი
· ვასკო და გამა – სან პაულუ
ეს არის შანსი, საფეხბურთო სამყაროს შუაგულში ამოყოთ თავი და პირადად გახდეთ მონაწილე იმ ისტორიების, რომლებსაც აქამდე ეკრანიდან თუ მიადევნებდით თვალს.
ს მომხმარებლები, ტურის შეძენის შემთხვევაში, ფასდაკლებებით ისარგებლებენ. მოგზაურობის დასაჯავშნად და მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ კონცეპტ ასისტენტს – 032 2 27 27 99.
(R)