ბაკურ კვაშილავა – 13 წელი არის თარსი, „სახეცვლილი“ მტერი კი, რაზეც ივანიშვილი საუბრობს, შეიძლება იყოს ნებისმიერი ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ქვეყანა მართოს დემოკრატიული პრინციპით

თურმე, ოპოზიცია ყოფილა მთავარი გამოწვევა ქვეყნისთვის.. რა საოცრებაა, დემოკრატიის პირობებში არსებობენ პარტიები, რომლებსაც უნდათ, რომ ჩაგანაცვლონ, პირდაპირ „გასაოცარი“ მოვლენაა! – თურმე, 2012 წლის იდეალები იმით უნდა დაიცვა, რომ ერთპარტიული ქვეყანა შექმნა და „ქართული ოცნების“ კრიტიკა შეუძლებელი უნდა იყოს, – ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ გენერალურმა მდივანმა, ბაკურ კვაშილავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, რითაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით, პარტიის დამფუძნელის, ს განცხადება შეაფასა.
მან შეაფასა ბიძინა ივანიშვილის განცხადების ის ნაწილიც, სადაც ივანიშვილი აღნიშნავს, რომ „დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით, თუმცა, სახეცვლილ მტერთან და გამოწვევებთან“. კვაშილავას მოსაზრებით, ივანიშვილისთვის „სახეცვლილი მტერი“ შეიძლება იყოს, „ნებისმიერი ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააკრიტიკებს“.
„სახეცვლილი“ მეტრი „ქართული ოცნებისთვის“ შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთს. ეს არის ნებისმიერი ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ქვეყანა მართოს დემოკრატიული პრინციპით. ნებისმიერი ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ეტყვის, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი; რომელიც ეტყვის, რომ პროკურატურა უნდა იყოს დამოუკიდებელი. ეს არის სახეცვლილი მტერი, რომელიც ეტყვის, რომ ხალხის ნებაა, ხელისუფლება დატოვო და წახვიდე მთავრობიდან. ივანიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ არ არსებობს ქვეყანა, რომელიც შეიძლება მუდმივად დარჩეს მეგობრად. ნებისმიერი ქვეყანა გახდება მტერი; გახდება ნებისმიერი შიდა პოლიტიკური ძალა, მათ შორის, ჩვენი ეკლესიაც. ის ერთ წამში შეიძლება გახდეს მტერი, თუ კი ის იტყვის, რომ „ქართული ოცნების“ დრო წავიდა და ხელისუფლება სხვას უნდა გადააბაროს.
თურმე ოპოზიცია ყოფილა მთავარი გამოწვევა… რა საოცრებაა, რომ დემოკრატიის პირობებში არსებობენ პარტიები, რომლებსაც უნდათ, რომ ჩაგანაცვლონ. პირდაპირ „გასაოცარი“ მოვლენაა. როგორ უკვირს „ქართული ოცნების“ მესვეურს. თურმე, 2012 წლის იდეალები იმით უნდა დაიცვა, რომ ერთპარტიული ქვეყანა შექმნა, თურმე იმით, რომ „ქართული ოცნების“ კრიტიკა შეუძლებელი უნდა იყოს.
ამიტომ, რასაც ვხედავთ, არის აბსოლუტურად ამაზრზენი პროპაგანდა, რომელიც გეუბნება, რომ დემოკრატია დიქტატურაა და ომი თურმე, მშვიდობაა“, – განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.
ამავე თემაზე საუბრისას კვაშილავამ აღნიშნა, რომ „13 წელი არის თარსი“.
„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 13 წელი არის თარსი. 2012 წელს „ქართული ოცნების“ გამარჯვება დიდწილად, განპირობებული იყო ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, რომლის უმრავლესობამაც ხმა მისცა. ამასთან კი იმით, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, თავისუფალი სამყაროს წევრები, იყვნენ ის გადამწყვეტი ძალები, ვინც ზეწოლა მოახდინა მიხეილ სააკაშვილზე, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“. ამით კი, უზრუნველყო ის, რომ სააკაშვილს ს შედეგები ეღიარებინა. ჩვენ ყველამ ვიცით ვისი ზეწოლით მოხდა ეს – ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ზეწოლით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ხელისუფლება. დღეს, ეს „ქართულ ოცნებას“ ავიწყდება და იმ ხალხს, რომელიც დემოკრატიის დასაცავად 2012 წელს გვერდით დაუდგა, დღეს „აგენტებს“ უწოდებს. ამასთან, უცხოეთის გავლენის ქვეშ, საქართველოს იძულებით მომქცევ „დიპ სტეიტს“ და მოგონილ სახელებს. იმდენად მოსწონს ხელისუფლება, რომ ყველაფრის ფასად სურს მისი შენარჩუნება.
2020 წელს წულუკიანი აცხადებდა, რომ „გერმანიის საელჩო იყო ის, ვინც ჩვენ დაგვეხმარა კონსტიტუციის შექმნაში“. უმანკო სახით საუბრობდა და 2024 წელს, როდესაც დამღუპველ კრიტიკას იღებს გერმანიის საელჩოსგან და მისი სახელმწიფოსგან, გერმანია უკვე მტერი ხდება. როდესაც ივანიშვილი თავის წერილში საუბრობს პროპაგანდაზე; იმაზე, რომ თურმე, ვიღაც იტყუება, ყველაზე დიდი მატყუარა ქართულ პოლიტიკაში, არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა კვაშილავამ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, გარდა ამისა, კვაშილავა გამოეხმაურა ჩეხეთის მთავრობის მიერ საქართველოს კიდევ 5 მოქალაქისთვის დაწესებულ სანქციებსაც. მისი შეფასებით, „როგორც კი იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სამართლიანად ხვდებიან ამ სანქციებში, „ოცნებას“ აღარ რჩება რესურსი, რომ სხვა მხრივ დააჯილდოოს ისინი“.
„აღარ დარჩება ერთ ლარად გასაცემი ჰექტარი მიწები, როგორც პაპუაშვილს დაუმტკიცდა თავის დროზე კახეთში, ვიღაცამ რომ გადასცა ლარად და ა.შ. როდესაც ასეთი მიწები აღარ დარჩება ამ მოსამართლეებისთვის, ამ პროკურორებისთვის, რადგან მათი რაოდენობა 100-სს გადააჭარბებს, დანარჩენები მიხვდებიან, რომ ხალხის ზიზღთან ერთად უკვე ქონებას ვეღარ მიიღებენ. შემდეგ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სინდისთან მაინც იქნება თანხვედრაში“, – განაცხადა კვაშილავამ.