EPC-ის სამიტზე – სიმართლე უნდა ვთქვათ, რა ხდება რეალურად, რა გამოწვევებია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოში – ნახეთ რა ხდება, შეიშალა მსოფლიო, უსამართლობის პიკია

სიმართლე უნდა ვთქვათ, უნდა ვთქვათ, რა ხდება რეალურად, რა გამოწვევებია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოში. გამოწვევები მარტო ჩვენთან არ არის. ნახეთ მსოფლიოში რა ხდება, შეიშალა მსოფლიო, უსამართლობის პიკია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში, რომელიც 2 ოქტომბერს დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება.
კალაძის თქმით, მნიშვნელოვანია ყველა პლატფორმა გამოიყენონ.
„ჩვენ ჩვენი სიმართლე უნდა ვთქვათ. უნდა ვთქვათ, რა ხდება რეალურად, რა გამოწვევებია როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მსოფლიოში. გამოწვევები მარტო ჩვენთან არ არის. ნახეთ მსოფლიოში რა ხდება, შეიშალა მსოფლიო, არის უსამართლობის პიკი. ამ ყველაფერზე ღიად საუბარი აუცილებელია”,- აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)