რუსებმა ხარკოვს ბალისტიკური რაკეტებითა და მართვადი საჰაერო ბომბებით შეუტიეს, დაშავებულია 6 ადამიანი

რუსებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს 1-ელი ოქტომბრის ღამეს ბალისტიკური რაკეტებითა და მართვადი საჰაერო ბომბებით შეუტიეს, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, სალტოვსკის და ს რაიონებში მართვადი საჰაერო ბომბების დარტყმების შედეგად კერძო სახლები და ავტოფარეხები განადგურდა და ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ასევე გაჩნდა ქალაქის ერთ-ერთ ბაზარში.
დაშავებულებს აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებები აღენიშნებოდათ და საავადმყოფოში გადაიყვანეს.