პრემიერი – ყველას კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ მეგობრული გაფრთხილება, თავი შეიკავონ ისეთ სქემებში მონაწილეობისგან, რომლებიც დაფინანსებულია უცხოური სპეცსამსახურების მიერ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ

არ გვიკვირს, რომ ამ უნივერსიტეტში, რომელიც თავის დროზე ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრმა მიითვისა ერთ ლარად, ეს ყველაფერი ხორციელდება. ყველას კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ მეგობრული გაფრთხილება, თავი შეიკავონ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობისგან და ზოგადად, თავი შეიკავონ ისეთ სქემებში მონაწილეობისგან, რომლებიც არის დაფინანსებული ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ უცხოური სპეცსამსახურების მიერ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „საქართველოს უნივერსიტეტში” ახალგაზრდების ტრენინგებზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.
კობახიძის თქმით, უცხოური სპეცსამსახურების სქემამ , როგორც სახელმწიფო, ჩამოაქცია.
„ეს არის უცხოური სპეცსამსახურების სქემა, ამაზე ჩვენ მანამდე ღიად არ ვსაუბრობდით, თუმცა ახლა შეგვიძლია უკვე, თამამად და ღიად ვისაუბროთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, გასაკვირი ისიც არ არის, რომ თავის დროზე ერთ ლარად მითვისებულ უნივერსიტეტში ხორციელდება ასეთი გეგმები. გახსოვთ, რომ თავის დროზე ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრმა მიითვისა ერთ ლარად უნივერსიტეტი, რაც თავისი არსით იყო კრიმინალური ქმედება და არ გვიკვირს, რომ ამ უნივერსიტეტში ხორციელდება ეს ყველაფერი. ეს არის უცხოური სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული პროექტი, რომელსაც წარმატებით განხორციელება არ უწერია, უბრალოდ, ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ყველა, მოერიდონ ასეთ გეგმებში მონაწილეობას, განსაკუთრებით, ყველა უნდა მოერიდოს ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას.
თქვენ იცით, რომ როდესაც წინა ძალადობრივ აქციებში მონაწილეობდნენ კონკრეტული ადამიანები, მათ შეეფარდათ 2 წლით და უფრო ზემოთ თავისუფლების აღკვეთა, აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ უნდა მივცეთ მეგობრული გაფრთხილება, თავი შეიკავონ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობისგან და ზოგადად, თავი შეიკავონ ისეთ სქემებში მონაწილეობისგან, რომლებიც არის დაფინანსებული ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ უცხოური სპეცსამსახურების მიერ.
თქვენ ნახეთ, უცხოური სპეცსამსახურების ასეთმა სქემამ რა მდგომარეობამდე მიიყვანა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა, რომელიც დღეს თავიდან ბოლომდე არის ჩამოქცეული, როგორც სახელმწიფო”, – განაცხადა კობახიძემ.