IRI: მოსახლეობის 54%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 54%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
კითხვას, საერთო ჯამში როგორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, მოსახლეობის 54% პასუხობს, რომ არასწორი, 39% ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 7% კი არ იცის ან უარს აცხადებს პასუხის გაცემაზე.
ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტობრამდე პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული, ჯამში, საქართველოს 1 200 მოქალაქე გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 2.5%-ია.