ცესკოს თავმჯდომარე არჩევნებისთვის მზადების პროცესს მარნეულში გაეცნო

ცესკოს თავმჯდომარე არჩევნებისთვის მზადების პროცესს მარნეულში გაეცნო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის () თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის სამზადისს პირადად გაეცნო.
მორიგი სამუშაო შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს პრეს-სპიკერთან, ნათია იოსელიანთან ერთად მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში გამართა. ისინი დეტალურად გაეცნენ 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის კომისიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და აქტივობებს.
სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდგომ გიორგი კალანდარიშვილმა, ნათია იოსელიანთან და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულში არსებული დროებითი სასაწყობე სივრცე დაათვალიერა.
აღნიშნულ სივრცეში განთავსებულია 4 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირებისთვის საჭირო საარჩევნო დოკუმენტაცია და ელექტრონული ტექნოლოგიები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე კანონით დადგენილ ვადებში გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე სამართალდამცველთა მხრიდან გამოვლენილ დანაშაულებზე: უნდა მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავაფასოთ ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ

მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე