ფრანგული კინოს მუზა და მისი ზღაპრული ცხოვრება – მარიონ კოტიარი იუბილარია: მსახიობის ბავშვობა, განქორწინება, ისტორიული “ოსკარი” და საინტერესო ამბები – Marao
ფრანგი მსახიობი და მომღერალი მარიონ კოტიარი იუბილარია – ის 50 წლის გახდა. მარიონი 1975 წლის 30 სექტემბერს დაიბადა. მას კინომოყვარულები იცნობენ, როგორც ჰოლივუდის ერთ-ერთ დახვეწილ და ყველაზე ნიჭიერ ვარსკვლავს.
მარიონი დაიბადა პარიზში, მაგრამ ორლეანში გაიზარდა. მისი მამა, ჟან-კლოდ კოტიარი თეატრის რეჟისორი და მსახიობი იყო, ხოლო დედა, ნისიმა თეიო, შვილის მსგავსად მსახიობია. ბავშვობიდან შემოქმედებით გარემოში იზრდებოდა, რამაც მისი მომავალი განაპირობა. სწავლობდა პარიზის Conservatoire d’art dramatique-ში, სადაც სცენაზე თამაშის პროფესიული უნარები სრულყოფილად აითვისა.
90-იან წლებში კოტიარი პირველად გამოჩნდა ფრანგულ სატელევიზიო სერიალებში. მალე რეჟისორების ყურადღებას მიიქცია. დიდ ეკრანზე პირველად 1994 წელს გამოჩნდა, თუმცა ფართო პოპულარობა ლუკ ბესონის მიერ შექმნილმა კომედიურმა ბლოკბასტერების სერიამ „Taxi“ (1998) მოუტანა, სადაც მან ლილი ბერტინოს როლი შეასრულა.
ეს იყო პირველი დიდი ნაბიჯი მსახიობის კარიერაში, რომელმაც მას გზა გაუხსნა საერთაშორისო კინო არენაზე.
მისი მიერ შექმნილმა ედიტ პიაფის პორტრეტმა ფილმში „ცხოვრება ვარდისფერ ფერებში“ მას საერთაშორისო აღიარება და უამრავი ჯილდო მოუტანა, მათ შორის: BAFTA-ს, სეზარის, ოქროს გლობუსის ჯილდოები და სწორედ ამ ფილმით ის პირველი მსახიობი გახდა, რომელმაც აიღო ოსკარი ფრანგულენოვანი როლის შესრულებისათვის.
“მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ქვეყნის გარეთ შევძლებდი მსახიობი ვყოფილიყავი, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე ვეკუთვნი თაობას, რომლისთვისაც ამერიკული ფილმები არის კულტურის ნაწილი, სწორედ ამ ფილმების გამო მქონდა ოცნება, ვყოფილიყავი მსახიობი. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ჩემი მიზანი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დღე, როდესაც ჩემი მონაწილეობით ამერიკულ ფილმებს ვიხილავდი. თავს ძალიან იღბლიანად ვგრძნობ,” – ამბობს მარიონი.
პიაფის როლის შემდეგ კოტიარი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვარსკვლავი გახდა. იგი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: ტიმ ბარტონი, კრისტოფერ ნოლანი, ვუდი ალენი, სტივენ სოდერბერგი.
მარიონი არა მხოლოდ მსახიობია, არამედ აქტიური საზოგადო მოღვაწეცაა. ის უამრავი ეკოლოგიური ინიციატივის მხარდამჭერია და მუშაობს ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც გარემოს დაცვას ემსახურებიან.
მარიონ კოტიარის პირადი ცხოვრება ყოველთვის საინტერესო იყო მედიისთვის, თუმცა მსახიობი ცდილობს სიმშვიდე და დისტანცია შეინარჩუნოს. 2007 წლიდან ის ცხოვრობდა ცნობილ ფრანგ მსახიობსა და რეჟისორთან, გიომ კანესთან. ისინი ოფიციალურად დაქორწინებულები არ ყოფილან. წყვილი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და სტაბილურ ოჯახად ითვლებოდა საფრანგეთში, მაგრამ ცოტა ხნის წინ წყვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი ოფიციალურად დაშორდნენ. გადაწყვეტილების მიზეზი მათ არ დაუკონკრეტებიათ.
კოტიარი და კანე 18 წლის განმავლობაში იყვნენ ერთად. მათ ორი შვილი ჰყავთ: 14 წლის მარსელი და 8 წლის ლუიზი.
კოტიარი ხშირად აღიარებულია, როგორც სტილის სიმბოლო. მოდის სახლები, მათ შორის Dior, მასთან თანამშრომლობას პრესტიჟად მიიჩნევენ. მისი სილამაზისა და ელეგანტურობის გამო მას ხშირად ადარებენ ფრანგული კინოს ოქროს ხანის ვარსკვლავებს.
· ოსკარის ისტორია – 2008 წელს კოტიარმა მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ფილმში “La Vie en Rose” ედიტ პიაფის განსახიერებისთვის. ის გახდა პირველი ფრანგი მსახიობი, რომელმაც ოსკარი მოიგო ამ კატეგორიაში ფრანგულენოვანი როლისთვის.
· ეკოლოგიური აქტივიზმი – მარიონი აქტიურადაა ჩართული გარემოს დაცვის მოძრაობებში. ის მუშაობდა Greenpeace-თან, მონაწილეობდა კამპანიებში კლიმატის ცვლილებისა და ოკეანეების დაცვისთვის.
· ჰოლივუდური ბლოკბასტერები – მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში უკვე ცნობილი ვარსკვლავი იყო, საერთაშორისო მასშტაბით დიდ აღიარებას მიაღწია ჰოლივუდში, კრისტოფერ ნოლანის ფილმებით: “Inception” (2010) და “The Dark Knight Rises” (2012).
· მუსიკალური ნიჭი – გარდა კინოსა, კოტიარი მუსიკაშიც აქტიურობს. მას უმღერია ჯგუფ Yodelice ერთად და მონაწილეობდა რამდენიმე მუსიკალურ პროექტში, სადაც საკუთარი ხმა გამოიყენა.
· მომზადება როლებისათვის — ხშირად სწავლობს ახალ ენებს ან უნარებს როლისთვის:- ფილმ The Immigrant–ში ის სწავლობდა პოლონურ დიალოგს.
