ამსტერდამში ქალებს შეეძლებათ ტაქსის შეკვეთა ქალი მძღოლებით
ამსტერდამში მუშაობა დაიწყო აპლიკაციამ Diva Ride, რომლის დახმარებითაც ქალებს შეუძლიათ ტაქსის შეკვეთა, სადაც მძღოლებიც ქალები არიან. ეს უსაფრთხოებისთვის გაკეთდა – დანაშაულის ზრდის გამო, ამსტერდამში მცხოვრები ბევრი ქალი ამჯობინებს ტაქსის მამაკაც მძღოლებთან ერთად არ იმგზავროს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ამჟამად ეს აპლიკაცია მხოლოდ ამსტერდამში მუშაობს, თუმცა იგეგმება მისი გაფართოება ნიდერლანდების სხვა ქალაქებში, როგორიცაა როტერდამი და უტრეხტი.
Diva Ride-ის შემქმნელები აღიარებენ, რომ აპლიკაცია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა: ძალიან ცოტა ქალი ტაქსის მძღოლი შეუერთდათ. თუმცა, დროთა განმავლობაში, ისინი იმედოვნებენ, რომ გუნდში მეტ პროფესიონალ ქალ მძღოლს მიიზიდავენ.
