IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 54% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
შეკითხვაზე, როგორ ფიქრობთ, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არასწორით, პასუხები ასე გადანაწილდა:
· არასწორი – 54%;
· სწორი – 39%;
· არ ვიცი/უარი პასუხზე – 7%.
ამასთან, გამოკითხულ მოსახლეობას შეეძლო პირველ და მეორე ვარიანტად აერჩია, რას მიიჩნევს ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას დღეს ქვეყანაში. პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
· ჯამში 55% – ეკონომიკა/უმუშევრობა;
· ჯამში 39% – ეკონომიკა/ცხოვრების სიჩვირე, მაღალი ფასები;
· ჯამში 16% – ეკონომიკა/ სხვა;
· ჯამში 13% – სიღარიბე;
· ჯამში 8% – განათლება.