მოზარდები სცემენ 25 წლის კაცს – დაკავებული ამ დრომდე არავინაა (ვიდეო)

“მთავარმა არხი” აქვეყნებს კადრებს, სადაც კარგად ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად არასრულწლოვნების დაჯგუფება ახალგაზრდა მამაკაცს.
ბექა გოგელიას მოზარდი დამნაშავეებითავს 9 ნოემბერს დაესხნენ, რასაც წინ სიცოცხლის მოსპობის მუქარა უძღოდა. ბექა გოგელია ჰყვება, რომ მთელი თვის მანძილზე ეუბნება პოლიციას, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. პოლიციაქში არაერთი მიმართვის მიუხედავად გამოძიება მუქარის ფაქტზე არ დაწყებულა. გოგელიას საქმით სამართალდამცველები მხოლოდ სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ დაინტერესდნენ, თუმცა, გამოძიების დაწყების მიუხედავად, მოძალადე დამნაშავეებს ბრალდებულის სტატუსიც კი არ აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

მეთიუ მილერი – FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს – წარსულში ეს ცრუ შედარებები მინახავს