ევროკავშირი უკრაინას დრონების შესაძენად დამატებით €2 მილიარდს გადასცემს

ევროკავშირმა ს დრონების შესაძენად დამატებით €2 მილიარდი გამოუყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
“ჩვენ შევთანხმდით უკრაინასთან, რომ დრონებისთვის, ჯამში, €2 მილიარდს გადავცემთ. ეს უკრაინას საშუალებას მისცემს გააძლიეროს და ბოლომდე გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი. რა თმა უნდა, ეს ასევე ევროკავშირს მისცემს საშუალებას, გამოიყენოს თავისი ტექნოლოგიები”
ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა “აღმოსავლეთის ფლანგის” ინიციატივის მნიშვნელობას, რომელიც მიზნად ისახავს სპეციალური “დრონების სადგურის” შექმნას ევროკავშირის საზღვრების დასაცავად და ბლოკის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას.

ასევე დაგაინტერესებთ