ეს მატჩი ხვიჩას გარეშე ძალიან არ გვინდოდა – ენრიკესთვის განსაკუთრებული დაპირისპირება

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური კიდევ უფრო მეტ საინტერესო მატჩს გვპირდება. ჩვენი და მთელი საფეხბურთო სამყაროს მთავარი ინტერესი კატალონიისკენაა, სადაც “ბარსელონა” პსჟ-ს უმასპინძლებს. კარგია, იამალი რომ ბრუნდება, სამწუხაროდ, ხვიჩა კვარაცხელი ვერ ითამაშებს და ცუდია რაფინია, დემბელეს, დუეს, მარკინიოსის ტრავმები – ასეთ დაპირისპირებებს დიდი ფეხბურთელები ძალიან უხდებიან!..
“ესტადიო ოლიმპიკოზე” (55 926) ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ჩადის – ოთხშაბათს, 23:00 საათზე. როგორც პსჟ-მა, ასევე “ბარსელონამ” ტურნირი წარმატებით დაიწყეს, ერთმა “ატალანტას”, მეორემ კი “ნიუკასლს” სძლია.
ლუის ერიკეს ფაქტორი ამ დაპირისპირებას განსაკუთრებულ ელფერს სძენს. ლუჩომ ჩემპიონთა ლიგა ჯერ კატალონიელებს მოაგებინა, 10 წლის შემდეგ კი პარიზელები აზეიმა.
შეუძლებელია, ამ გუნდების დაპირისპირების დროს ლეგენდარული 6:1 არ გაგახსენდეს. აღსანიშნავია, რომ ბარსელონაში ბოლო ორი სტუმრობა ფრანგების გამარჯვებით დასრულდა და პარიზელებმა 8 გოლი გაიტანეს.
ამ შეხვედრას უსმან დემბელეს თამაში კიდევ უფრო საინტერესოს გახდიდა – დიდი ისტორიები “ბარსასთან”, გატანილი გოლი ბოლო მატჩში და სულ ახალი ინტრიგა – “ოქროს ბურთი”, სადაც ფრანგმა იამალს აჯობა.
კატალონიურ გრანდს ჩემპიონთა ლიგაზე შინ განსაკუთრებით ბევრი გააქვს, ბოლო შვიდიან ექვსში მინიმუმ სამი გოლი და ბოლო 17-ში 75 შედეგიანი დარტყმა – ასტრონომიული მაჩვენებელი.
ძალიან კი გვინდოდა ს ეთამაშა, მაგრამ… “კვარა” კატალონიელებს საკმაოდ სუსტი “ნაპოლით” დაუპირისპირდა და იქ ბევრი შანსი არ ჰქონია.
ბარსელონა: შჩესნი – კუნდე, კუბარსი, არაუხო, მარტინი – პედრი, დე იონგი – იამალი, ოლმო, რაშფორდი – ლევანდოვსკი;
პსჟ: შევალიე – ჰაკიმი, ზაბარნი,პაჩო, მენდეში – ვიტინია, ნევეში(ან ზაირ-ემერი), რუისი – მბაიე, რამოში, ბარკოლა.
მსაჯი: ოლივერი (ინგლისი).
ამ მატჩის პარალელურად, გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალი” “იუვენტუსს” უმასპინძლებს. ქართველის გუნდმა პირველ ტურში “ტოტენჰემთან” წააგო, იტალიელებმა კი “ბორუსიას” ვერ აჯობეს(4:4).
დღეს, 20:45 სთ
23:00 სთ, ცენტრალური მატჩი
“ბარსელონას” კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
რაშფორდი: დიდხანს მინდა “ბარსელონაში” დავრჩე
პსჟ სიაში მესამეა – სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
“საუთჰემპტონთან” მატჩში “ლივერპულის” შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი, ისაკის პირველი გოლი და ეკიტიკეს უცნაური წითელი – “ლივერპულმა” “საუთჰემპტონი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა
“მოწინააღმდეგე გუნდის დაცვას უბრალოდ აგიჟებს” – რას წერენ ესპანელები მიქაუტაძეზე?
ჩემპიონთა ლიგა სრულად დაკომპლექტდა
სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა – საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ
“ყოველ ჯერზე უფრო ნათლად გვესმის მიზეზი, რის გამოც მას “მეფეს” ეძახიან” – “ვილიარეალის” პოსტი მიქაუტაძეზე
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე – რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
[VIDEO] “კვარა” “ატალანტასთან” მატჩის MVP გახდა – ქართველს პრიზი გადასცეს
პსჟ-ს წილისყრაში არ გაუმართლა – ჩემპიონთა ლიგაზე ქართველთა გუნდების მეტოქეები გაირკვა
El Gol Digital-ი მიქაუტაძეზე: სარეკორდო ინვესტიცია ამოქმედდა – “ვილიარეალს” შეუძლია თანხა სამმაგად აინაზღაუროს
პსჟ სიაში მესამეა – სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი “ვილიარეალის” მატჩის დღე
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა – “ლივერპული” “კრისტალ პალასთანთან” დამარცხდა
მიქაუტაძის 73 წუთი – “ვილიარეალმა” “ატლეტიკი” დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
მამარდაშვილი “ლივერპულში” დებიუტისთვის ემზადება
“ტოტენჰემი” მიქაუტაძის 60 მილიონად შესაძენად ემზადება
დღეს ორი მაგარი მატჩი ერთდროულად გვაქვს – მამარდაშვილი და მიქაუტაძე
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს – მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება