საუკეთესო კერძების მქონე ქალაქების რეიტინგში საქართველოს 2 ქალაქი მოხვდა – TasteAtlas

TesteAtlas-მა იმ ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საუკეთესო რეგიონული და ეროვნული კერძებია. ასეულში 2 ქალაქი მოხვდა საქართველოდან, თბილისი მე-17 ადგილზეა, – 83-ზე.
პორტალი წერს, რომ რეიტინგი მათ მონაცემთა ბაზაში არსებული 16,601 ქალაქიდან შეადგინეს, მასში მონაწილეობა 395 205-მა (271,819 მოქმედი) მომხმარებელმა მიიღო და ამ 100-მა ქალაქმა, რეგიონული და ეროვნული კერძებისთვის მიხედვით, საუკეთესო შედეგები დააფიქსირა.
რეიტინგის პირველ სამეულში სამივე ქალაქი იტალიური: რომი, ბოლონია და ნეაპოლი. ათეულში კიდევ ერთი იტალიური ქალაქი – ტურინია.
თბილისი ისეთ ცნობილ ქალაქებს, როგორებიცაა – ათენი, ფლორენცია, სინგაპური, მადრიდი, ნიუ იორკი, რიო-დე-ჟანეირო, სტამბოლი და სხვა დიდ ქალაქებს. მოსკოვი 45-ე ადგილზეა, ანკარა 64-ზე, ბაქო 81-ზე.