GlaxoSmithKline–ს იანვრიდან ახალი ხელმძღვანელი ეყოლება

ფარმაცევტულმა გიგანტმა, GlaxoSmithKline–მა (GSK) გამოაცხადა ლუკ მილსის ახალ მთავარ აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნის შესახებ. ის თანამდებობას 2026 წლის 1 იანვრიდან დაიკავებს.
მილსი ამჟამად ფარმაცევტული კომპანიის კომერციული დირექტორის თანამდებობას იკავებს. მანამდე ის ისეთ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებში მუშაობდა, როგორიცაა „ასტრაზენეკა“, „როში“ და „სანოფი“.
ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ემა უოლმსლის შეცვლის, რომელიც კომპანიას 2017 წლის მარტიდან ხელმძღვანელობს.
ვრცლად interfax–ზე

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას“ – ეკონომიკის სამინისტრო