საქართველოში კრიპტოაქტივების მოცულობა დაახლოებით $5 მილიარდამდეა – დავით კიკვიძე

საქართველოში კრიპტოაქტივების სექტორი სწრაფად იზრდება და მისი მოცულობა უკვე დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს აღწევს, – ამის შესახებ ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით კიკვიძემ “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, 5 მილიარდის მასშტაბის ბრუნვა უკვე რეგულირებას საჭიროებს.
,,ზოგადად, კრიპტოაქტივების სფერო საქართველოში ძალიან მზარდია. უხეში და არაოფიციალური შეფასებით, შემიძლია, გითხრათ, რომ ბაზრის ზომა დაახლოებით 5 მილიარდ დოლარამდეა უკვე ასული, რაც საკმაოდ დიდი ციფრია ქართული ბაზრისთვის. შესაბამისად, ასეთი მოცულობის თანხების ბრუნვას, რა თქმა უნდა, ზედამხედველობა და რეგულირება სჭირდება. პირველ რიგში, ეროვნული ბანკის მოტივაცია გამოწვეულია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლით.
ოფიციალური მონაცემებით, ბაზარზე სულ 27 პროვაიდერია წარმოდგენილი, რომელთაგან თითქმის 80-90% ქართული სტარტაპებია. თუ არ ვცდები, 2 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა გვყავს საქართველოში. ბაზარი სტაბილურად მზარდია”,- აღნიშნა დავით კიკვიძემ.